Sunday, November 17, 2013

გმადლობთ!

       დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო ტრენინგის შემოთავაზებისათვის . უღრმესი მადლობა ტრენერს  ქალბატონ ქეთი ცერაძეს. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო, ბევრის მომცემი და კრიატიული, რაც ქალბატონი ქეთის დამსახურებაა. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა სხვა საინტერესო პროექტებში და ტრებიბგებში.

17 ნოემბერი- IX დღე

    ტრენინგის ბოლო დღეს მოვახდინეთ პროექტის გადახედვა და მისი სრულყოფა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული საქაღალდე. ვისწავლეთ პორტფილიოს ატვირთვა ინტერნეტში და მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე.


Saturday, November 16, 2013

16 ნოემბერი - VIII დღე

    დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში. ასევე გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით და კიდევ ერთხელ განვიხილეთ.

Sunday, November 10, 2013

10 ნოემბერი - VII დღე

     განვიხილეთ 6 მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით და შევქმენით დამხმარე მასალა განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ასევე დავხვეწეთ და დავასრულეთ პროექტის გეგმა.

Saturday, November 9, 2013

9 ნოენბერი- VI დღე

   მეექვსე დღეს განვიხილეთ , თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და 21 სუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები: პრეზენტაცია, ბუკლეტი, ვიმუშავეთ მათი შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე.

Sunday, November 3, 2013

3 ნოემბერი - V დღე

    მეხუთე დღე- 1) საავტორო უფლებები: მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა.გავეცანით საავტორო უფლებებს,წყაროს ციტირებას, და ასევე გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს.შევქმენით დოკუმენტი და შევინახეთსაავტორო უფლებების საქაღალდეში. 2)მოსწავლის ნიმუშების განხილვა- გავეცანით სასწავლო კურსის ვებ გვერდძე განთავსებულ მოსწავლეთა ნიმუშებს და ვიმუშავეთ მოსწავლეთა როლში, შევქმენით ბლოგი როგორც მოსწავლეებმა. http://studentsworks10.blogspot.com/ 3)ბლოგის ინსტრუბენტების გარჩევა- განვიხილეთ ბლოგის შექმნა, რედაქტირება, გვერდების დამატება, ლინკების ჩასმა... ტრენინგი იყო ძალიან აქტიური და მაყოფიერი. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს.

Saturday, November 2, 2013

2 ნოემბერი - IV დღე

   მეოხე დღე დაიწყო წინა დღის  გახსენებით. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე. გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებს და მათ მიზანს. შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე. განვიხილეთ მისი შინაარსი და ტექნიკური მხარე. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია და გადავიტანეთ.